logo
ENG



შიმშილობას გამოვაცხადებთ - დევნილების პროტესტი ჯანდაცვის სამინისტროსთან გრძელდება

15 ოქტ 201907:32
3 წუთის საკითხავი
 
dqe75tgcfnk7xg4.png

უკვე 29-ე დღეა დევნილების ნაწილი საცხოვრებლი სახლებით დაკმაყოფილებას მოითხოვს, ისინი ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტროს ფოეში ცხოვრობენ. მათი თქმით სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიერ დაწესებული  კრიტერიუმების დაკმაღოფილებას, უმრავლესობა ვერ ახერხებს.

„დღეს ვართ ამ მდგომარეობაში, ხვალიდან მე მგონია შიმშილობას გამოვაცხადებთ. ვითხოვთ, ბინებში შესახლებას, ვითხოვთ კომპენსაციის თანხას და ვითხოვთ ქულების გაუქმებას,“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

დევნილები ამბობენ, რომ არ შეწყვეტენ აქციას იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. თავის მხრივ სააგენტოში კი აცხადებენ, რომ დარჩენილი 273 ბინისათვის დარეგისტრირება დღეიდან დაიწყება.

 


close დახურვა