მიხეილ სააკაშვილი პროტესტი უკიდურესი ფორმის შეწყვეტას არ აპირებს. მესამე პრეზიდენტს დღეს სტუმარი უკრაინიდან ჰყავდა. პატიმარი მოინახულა მეგობარმა და უკრაინელმა პოლიტიკოსმა ლიზა იასკომ.
ხელისუფლებისთვის დაპატიმრებული სააკაშვილიც თავსატეხია. პოლიტიკური პროცესებისგან სრულად იზოლირების მიზნით დეპუტატებს საკანში შესვლა აუკრძალეს. დღესვე გავრცელდა დაკავების ვიდეოკადრები.