საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ პოსტი დატოვა. ამის შესახებ ჯავახაძე Facebook-ზე წერს.
“მოკლედ, 15-წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე საჯარო სამსახური. ასე და ამგვარად”, - წერია Facebook პოსტში.
გიორგი გახარიას ეკონომიკის მინისტრობის დროს ნინო ჯავახაძე მისი მოადგილე იყო, ხოლო გახარიას შს მინისტრობის შემდეგ მისი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.