logo
ENG



შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შვილმკვდარი მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ

23 ივლ 202020:59
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შვილმკვდარი მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მათი შვილების საქმეების დროულად და ეფექტურად გამოძიებასა და შს მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ დროულად არ მოხდება მათი შვილების საქმეების გამოძიება, ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ. მათი თქმით, თუ საზოგადოება არ იაქტიურებს, ლუკა სირაძის, გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის საქმეებიც ისეთივე გამოუძებელი დარჩება, როგორც მათი შვილების.

აქციის მიწურულს საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი გარდაცვლილ ნიკა პავლიაშვილის მამას გაესაუბრა, მისი ნომერი ჩაინიშნა და პირობა მისცა, რომ მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით მომდევნო კვირაში შსს-ს წარმომადგენელი შეხვდებოდა.


close დახურვა