logo
ENG



შინდისის გმირები - შაბათის ფორმულა

02 აპრ 202220:48
3 წუთის საკითხავი
 

სოფელი შინდისი, შინდისის რკინიგზის სადგური, საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ღირსეული ბრძოლის - ადგილი. აქ სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის 17 ჯარისკაცი - 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს დაიღუპა. შინდისში ქართველ ჯარიკაცებთან ბრძოლაში, ოკუპანტებს დამატებითი ძალების გამოძახება მოუხდათ. 14 წლის შემდეგაც აგილზე არაფერი გაკეთებულა. ვისმენთ დაპირებებს, რომ სადგური სადაც ბიჭები ომობდნენ მუზეუმად გადაკეთდება, რომ მემორიალი დაიდგმევა, დაიხარჯა კიდევ მილიონობით ლარი, მაგრამ დღეს გვაქვს ეს მოცემულობა, რკინის კონსტრუქციაზე წამოცმული მეტალის ფრაგმენტები. შინდისი დღეს ნათელი მაგალითია, როგორ ექცევა და როგორ აფასებს საკუთარ გმირებს ხელისუფლება - შაბათის ფორმულას სიუჟეტი.


close დახურვა