logo
ENG



შინდისის გმირების მონუმენტი, რომელიც 2020 წელს უნდა გაეხსნათ, სექტემბერში გაიხსნება

11 აგვ 202211:04
3 წუთის საკითხავი
 

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ შინდისის გმირების მემორიალის გახსნას სექტემბერში გეგმავენ. ეს განცხადება მან ცოტა ხნის წინ, შინდისში, დაღუპულთა ოჯახის წევრებთან საუბრის შემდეგ გააკეთა.

შინდისის გმირების მონუმენტი 2020 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა ბურჭულაძე ამტკიცებს, რომ მათ "ერთ წელიწადში შეძლეს და ფაქტობრივად, დაასრულეს მონუმენტი".

"ჩვენ ერთ წელიწადში შევძელით, ფაქტობრივად დავასრულეთ მონუმენტი. ვგეგმავთ, რომ სექტემბერში გვექნება გახსნა აღნიშნული მონუმენტის. ჩვენ გვქონდა მონუმენტის ესკიზის სხვა ვერსია, თუმცა ოჯახების თხოვნით და მათთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ შეგვენარჩუნებინა არსებული ესკიზი და ფაქტობრივად, დავასრულეთ. დღეს მაქსიმალურად ვეცადეთ, შთაბეჭდილება ყველას შეჰქმნოდა, თუ როგორ გამოიყურება მონუმენტი", - ამბობს ბურჭულაძე.

ორი წელია, ხელისუფლებამ შინდისის გმირების მემორიალი ვერ დაასრულა. გმირებისთვის მონუმენტი ჯერ კიდევ 2020 წელს დამთავრებული უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ დროისთვის სამუშაოების მცირე ნაწილია შესრულებული.


close დახურვა