logo
ENG



შმაქსი გისმენთ - გამოძახების ახალი სერვისი უკვე ხელმისაწვდომია

13 ოქტ 201920:33
3 წუთის საკითხავი
 
ud44f84u9fiz8sj.png

საგანმანათლებლო სერვისად შეფუთული პროტესტი ყოველდღიურად უფრო მეტი ადამიანის ყურადღებას იქცევს. მას შემდეგ, რაც 13 ოქტომბრიდან „შმაქსის“ გამოძახება ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახდა, გირჩის ოფისში ტაქსის რეგულაციებით უკმაყოფილო მოქალაქეების ზარები არ წყდება. "შმაქსს" იძახებენ ყველგან: უნივერსიტეტში, აეროპორტში, რესტორანში და სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ „შმაქსისტების“ რიცხვი ყოველდღიურად იმატებს და ბოლო ინფორმაციით, მათმა რაოდენობამ 200 ადამიანს გადააჭარბა. ცნობილია, რომ გირჩის ოფისში მოქალაქეები ყოველდღე მიდიან და შმაქსისტად დარეგისტრირებას ითხოვენ. მათი უმრავლესობა ან ყოფილი ტაქსის მძღოლია, ან უბრალოდ იდეის მხარდამჭერი.  

"ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს, ვიდრე ეს რეგულაცია. ცოტა არასწორ დროს შემოიღეს, ჩემი აზრით, და ამიტომ ჩემი პროტესტის დასაფიქსირებლად გადავწყვიტე რომ აღარ ვყოფილიყავი ტაქსის მძღოლი; გავმხდარიყავი შმაქსისტი. მიუხედავად იმისა, რომ მყავს თეთრი მანქანა, მაინც ვფიქრობ რომ ბევრად უკეთესია შმაქსაობა, ვიდრე ტაქსაობა,"- განამარტავს ერთ-ერთი შმაქსისტი მერი მძლეური.

თბილისის მერიისთვის, რომელიცშმაქსაობას“  უკანონოს უწოდებდა, ეს თემა საინტერესო აღარაა.  დედაქალაქის მერის კახა კალაძს თქმით, თუ ქუჩაში შმაქსისტები გამოჩნდებიან, აუცილებლად „მიიშმაქსებიან“. თავად გირჩის ოფისში კი რეალობას სხვაგავარად ხსნიან. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, 200-ზე მეტი შმაქსიდან ამ დრომდე მხოლოდ 4 დაჯარიმდა. მისი თქმით, თბილისის მერიამ უკან დაიხია, რადგან შმაქსი კანონს არ არღვევს. 

"ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც პირველად ისტორიაში იდგნენ ტაქსის რიგში და ელოდებოდნენ. ადამიანებმა დაინახეს უსამართლობა და ის, რომ მათი ბედი არავის აღელვებს. სწორი იქნებოდა, გაეჩერებინათ ეს რეგულაცია და ეთქვათ, რომ შეეშალათ, შეცდომა იყო... შმაქსისტები ქუჩებში თავისუფლად მოძრაობენ და არ ჯარიმდებიან,"- აცხადებს იაგო ხვიჩია.

გირჩისგარდა რეგულაციების უარყოფით შედეგებზეფორმულასთანექსპერტებიც საუბრობენ. „ჰაბ ჯორჯიას“  დირექტორმა ვასილ ურუშაძემ თბილისის მერიის რეგულაციების ალტერნატივა, ინვესტიციების მოზიდვა შესთავაზა, თუმცა უშედეგოდ. მისი შეფასებით, რეგულაციებმა მომსახურების ხარისხი ვერ გაზარდა, მოქალაქეების ცხოვრება კი გააძვირა.

ცნობილია, რომ ტაქსების რეგულაციების ამოქმედების შემდეგ უმუშევარი მძღოლების რაოდენობამ 10 000- მიაღწია. უკმაყოფილების მიზეზია გაზრდილი ტარიფებიც. მერია ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპსაც აანონსებს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს. უმუშევარი მძღოლები გამოსავალს ამ დრომდეშმაქსშიეძებენ.

 

 

 


close დახურვა