უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინის მთავრობას სურს უახლოეს მომავალში დაიწყოს რუსეთის მიერ უკრაინაში დანგრეული სახლების აღდგენა.
"უახლოეს მომავალში, რუსული ბანკებიდან ჩამორთმეული თანხის ხარჯზე, გვსურს დავიწყოთ [სახლების] აღდგენა. ამისთვის, სპეციალურ ანგარიშზე უკვე არის 17 მილიარდი გრივნა. უპირველესი პრიორიტეტი არის დანგრეული სახლები", - თქვა უკრაინის პრემიერმა.
შმიგალი ამბობს, რომ შეიარაღებული აგრესიის შედეგების აღმოფხვრის ფონდისთვის მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 35,5 მილიარდი გრივნა არის გამოყოფილი. მისი თქმით, ეს არის საზოგადოებრივი შენობების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, შეკეთება და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 15,300 მაღალსართულიანი შენობა და 115,900 კერძო სახლი დაზიანდა ან განადგურდა.