logo
ENG



შმიგალი: დღეს დილით, რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის სამ რეგიონში დაესხა თავს

17 ოქტ 202215:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/17/qs1cc5vo12cpxhw.png

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, დღეს დილით რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის სამ რეგიონში დაესხა თავს.

"დღეს დილით, რუსი ტერორისტები კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის სამ რეგიონში. კერძოდ, კიევს ხუთმა დრონმა დაარტყა. დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტები და საცხოვრებელი კორპუსი. აგრესორმა ასევე განახორციელა სარაკეტო დარტყმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დნეპროპეტროვსკის და სუმის რეგიონებში. ასობით დასახლებას ელექტროენერგია არ მიეწოდება," - თქვა უკრაინის პრემიერმინისტრმა.

დღეს რუსეთმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს Telegram პოსტის თანახმად, ერთ-ერთი აფეთქება მოხდა შევჩენკივსკის რაიონში, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში. კლიჩკოს განცხადებით, რუსეთმა კიევი "კამიკაძე" დრონებით დაბომბა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა