logo
ENG



შმიგალი: ზამთრის გადასატანად კიდევ 17 000-მდე გენერატორი გვჭირდება

16 დეკ 202222:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/16/m6g43gxa4vny0cu.png

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ზამთრის გადასატანად უკრაინას კიდევ 17 000-მდე გენერატორი სჭირდება.

"უკრაინელმა მეწარმეებმა უკვე შემოიტანეს 500 000 გენერატორი. მაგრამ ზამთრის გადასატანად ჩვენ გვჭირდება კიდევ 17 000-მდე დიდი და სამრეწველო გენერატორი. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პარტნიორების დახმარებით ამ საჭიროებებს დავფარავთ", - თქვა უკრაინის პრემიერმა.

16 დეკემბერს, რუსულმა ჯარებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მეცხრე ფართომასშტაბიანი სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ცხრა ობიექტი დაზიანდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა