logo
ENG



შმიგალი: უკრაინის აღდგენა ევროპის ეკომონიკისთვის გამაძლიერებელი იქნება

24 ოქტ 202218:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/24/t960ha7xoiqzybc.jpg

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინის აღდგენა ევროპის ეკონომიკისთვის გამაძლიერებელი იქნება.

"ევროპა თვითკმარია ყველა სფეროში - უსაფრთხოებიდან დაწყებული ენერგეტიკით დამთავრებული. და ამაში უკრაინას შეუძლია დაეხმაროს. უკრაინის აღდგენა ევროპის ეკონომიკისთვის გამაძლიერებელი იქნება. მე ამაში დარწმუნებული ვარ," - თქვა უკრაინის პრემიერმა.

შმიგალი აღნიშნავს, რომ უკრაინის აღდგენის გეგმა 750 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მისი განხორციელება ევროპის ეკონომიკასაც დაეხმარება.

"უკრაინის აღდგენის გეგმა არ არის იმის შესახებ, თუ როგორ დავიბრუნოთ ყველაფერი, ეს არის ის, თუ როგორ უნდა წავიდეთ წინ ერთად. და ჩვენი ტრანსფორმაციის პროცესში, აბსოლუტურად წარმოუდგენელი შესაძლებლობები გაიხსნება ევროპული ბიზნესისთვის. ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, სამხედრო-სამრეწველო, IT და ყველა სხვა სფეროში უკრაინა შეიძლება გახდეს ევროპული წარმოების გაყიდვების ბაზრის პლატფორმა. ამისთვის გვყავს კვალიფიციური სპეციალისტები, განვითარებული ლოჯისტიკა, მძლავრი ენერგია, ბუნებრივი რესურსები," - განაცხადა შმიგალმა.

უკრაინის პრემიერის თქმით, განვითარების პრიორიტეტებია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, ენერგეტიკა, ციფრული ტექნოლოგიები და სოფლის მეურნეობის სექტორი.

4-5 ივლისს, შვეიცარიაში გაიმართა მე-5 საერთაშორისო კონფერენცია უკრაინის რეფორმების შესახებ, რომელზეც ქვეყნის აღდგენის გეგმა იყო წარმოდგენილი. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის აღდგენა ევროპაში ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტი უნდა იყოს.


close დახურვა