უკრაინის პრემიერმინისტრის დენის შმიგალის თქმით, რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმების შედეგად უკრაინის ენერგოსისტემის თითქმის ნახევარი გათიშულია.
„მხოლოდ 15 ნოემბერს რუსეთმა დაახლოებით 100 რაკეტა ესროლა უკრაინულ ქალაქებს. ჩვენი ენერგოსისტემის თითქმის ნახევარი გაითიშა“ - განაცხადა შმიგალმა.
უკრაინის პრემიერმა იმ ფონზე, როცა რუსეთი განაგრძობს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ევროპელ პარტნიორებს დამატებითი დახმარებისკენ მოუწოდა.
„ამ პირობებში ჩვენ გვჭირდება დამატებითი მხარდაჭერა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, როგორც ენერგეტიკის სფეროში, ასევე დამატებითი აღჭურვილობისა და ფინანსური რესურსების მიწოდებით, რაც დამატებითი მოცულობით გაზის ყიდვასა და ასევე ენერგოსექტორის სხვა ტიპის დახმარებისთვის გვჭირდება“ - განაცხადა შმიგალმა.