logo
ENG



შმიჰალი: უკრაინა ევროკავშირს მომავალი ორი წლის განმავლობაში შეუერთდება

29 სექ 202317:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/29/9ygwx7o5vd78y86.jpg

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიჰალის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირს მომავალი ორი წლის განმავლობაში შეუერთდება.

"ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ორი წლის განმავლობაში, კიევი სრულად მზად იქნება იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს.

ჩვენ გვინდა ვიყოთ სრულუფლებიანი წევრი, რადგან უკრაინა დღეს უნიკალური ქვეყანაა მთელ მსოფლიოში, რომელიც ასეთ დიდ ფასს იხდის თავისი სურვილის განხორციელებისთვის, გახდეს ევროკავშირის წევრი", - ამბობს შმიჰალი.

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მტკიცებით, "არარეალურია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მაშინ, როცა ომი მიმდინარეობს". ამასთან, ის აღნიშნავს, რომ "ძალიან რთულ კითხვებზე პასუხის გაცემაა საჭირო, სანამ ევროკავშირი უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებებს დაიწყებს".


close დახურვა