უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიჰალის განცხადებით, უკრაინის ბაზარი მზადაა მილიონზე მეტი დრონის წარმოებისთვის.
"2024 წელს ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საკუთარი იარაღის წარმოების გასაძლიერებლად. პრეზიდენტმა დაისახა მიზანი - 1 მილიონი დრონი. უკრაინის ბიზნესი და ბაზარი უკვე მზადაა მილიონზე მეტი დრონის წარმოებისთვის", - აღნიშნა მან.
შმიჰალის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატებისთვის საბიუჯეტო თანხა გამოყოფილია, კერძოდ, საუბარია დაახლოებით 40 მილიარდ გრივნაზე.
უკრაინის პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავრობა მნიშვნელოვან თანხას გამოყოფს უკრაინელი მწარმოებლებისგან იარაღის შესაძენად. შმიჰალის განცხადებით, უკრაინის ამოცანაა, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესაძენად გამოყოფილი თანხის 50% უკრაინელი მწარმოებლებისგან შესყიდვებისთვის გამოიყენოს.