შობის დღესასწაულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, უწყების ცნობით, 7 იანვარს დაგეგმილია ტრადიციული საშობაო საზეიმო მსვლელობა „ალილო“, რის გამოც თბილისში, 14:00 საათიდან ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, გონაშვილის, კოტე აფხაზის, შალვა დადიანისა და სამრეკლოს ქუჩებზე.
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქში მოძრაობა შეიზღუდება
06 იან 202020:25
3 წუთის საკითხავი