logo
ENG



შოვის ტრაგედიის გამოძიება

11 სექ 202320:04
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრის, ვიცეპრემიერის, შინაგან საქმეთა მინისტრის, დედაქალაქის მერისა და ქართული ოცნების თავჯდომარის მიმართ საქმეების აღძვრას მოითხოვენ. ჩამოთვლილი მაღალი თანამდებობის პირები მიაჩნია გამარჯვების პლატფორმას მთავარ პასუხისმგებლებად შოვის სტიქიის საკითხში. წინასწარი გაფრთხილების სისტემის არარსებობით დაწყებული სტიქიაზე რეაგირებით გაგრძელებული და შესაძლო კორუფციის გავლენა ის მიმართულებებია, რომელზეც, გამარჯვების პლატფორმის აზრით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. პროკურატურა შოვში მომხდარით ფორმალურადაც კი არ ინტერესდება.


close დახურვა