შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ცხედარი უკვე გადასვენებულია პროზექტურაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ასევე ნაპოვნია კიდევ ერთი ცხედარის ფრაგმენტი.
***
3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.
ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.