logo
ENG



შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

11 აგვ 202312:08
3 წუთის საკითხავი
 

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდურიც და მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები.

"ამ დროისთვის, სტატისტიკა შეცვლილია, აღმოჩენილია ცხედარი რიონის კალაპოტში და ამ დროისთვის, მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენების ღონისძიება. გარდა ამისა, ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური და მიმდინარეობს, აქტიური სამძებრო სამუშაოები", - განაცხადა მღებრიშვილმა.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი. 


close დახურვა