შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა - მაშველებმა ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტიქიის ზონაში კიდევ 5 ადამიანს ეძებენ.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ.
მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.
ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.