მოძრაობის „ხალხის სამსახურში“ ლიდერი შოთა დიღმელაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მაჟორიტარების პროტესტს, მონების აჯანყებად აფასებს.
მას არ სჯერა, რომ ისინი რეალურად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მოქმედებენ და ამბობს, რომ საზოგადოება ამას არ დაიჯერებს.
„ამას არავინ არ ჭამს. 7 წლის წინ სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდნენ და თავმოყვარეობა არ შეელახათ, როცა მთავარ დაპირებას ხელიდან აცლიდნენ და კლანს ამტკიცებენ უვადო მოსამრთლეებად. გუშინ დილას გაიღვიძეს და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდნენ. ეს არის მონების აჯანყების სცენარი, იქედან არავინ სპარტაკი არ არის, საზოგადოება არ ჭამს ამას. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პირველი კვლევები და ნახა, რომ მომავალ პროპორციულ არჩვენბში ძალაუფლება ეკარგება. იფიქრა, მოდი გადავაგდებ ამ ხალხსო, არ შევჭამთ ამას საზოგადოება. ან მივიღებთ პროპორციულ არჩვენებს, ან მართლა ნული ლოგიტიმაცია დარჩებათ, ვერ შეინარჩუნებენ ძალაულფებას“, - აცხადებს დიღმელაშვილი.