მთავრობის ადმინისტრაციასთან შოთა დიღმელაშვილი დააკავეს.
მან 7 მარტს აქციაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება გააპროტესტა.
დიღმელაშვილი ადმინისტრაციასთან მარტო მივიდა და კვერცხები ისროლა.
7 მარტის აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობას ტუალეტის ქაღალდები ესროლეს.
პოლიციამ შეკრებილების დაკავება მაშინ დაიწყო, როცა აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი წასული იყო.
აქტივისტები და მოქალაქეები უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობის პოზიციას აპროტესტებენ და ითხოვენ, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან; აიკრძალოს რუსული მედიასაშუალებები და დაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის.