logo
ENG



შოთა დიღმელაშილი: დაგიბარებთ სასამართლოში, მერე 19:00 საათზე აქ დაგიბარებთ

19 ნოე 201907:35
3 წუთის საკითხავი
 
dnujzpzokz9ysmb.jpg

 

მოძრაობა „სირცხვილიას" ორგანიზატორები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას გამართავენ. სწორედ აქ უნდა გადმოიყვანონ ორ საათში აქციაზე დაკავებული აქტივისტები. დღეს სასამართლოში მათი პროცესია ჩანიშნული. 10:00 საათიდან მოძრაობის წევრები სასამართლოსთან შეიკრიბებიან და დაკავებულ აქტივისტებს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშილის თქმით, ის პარლამენტის პიკეტირების შეწყვეტას არ აპირებს, დიღმელაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ხალხს მიმართა და მათ სასამართლოში მისვლისკენ მოუწოდა.

„მე ამ პიკეტირების შეწყვეტას არ ვაპირებ რამდენიც არ უნდა ვიყოთ. შეიძლება შეცდომა იყო როდესაც პარტიებს ვუთხარით რომ თქვენ წაიღეთ და ვიქნებით აქ, შეიძლება შეცდომა იყო, მაგრამ ფეხებზე მკიდია, ამ შეცდომასაც გადავყლაპავ, ხვალაც დაგიბარებთ სასამართლოში, მერე 19:00 საათზე აქ დაგიბარებთ“,-განაცხდა შოთა დიღმელაშვულმა.

 


close დახურვა