logo
ENG



შოთა რეხვიაშვილი: ბოლნისში 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 3 ექიმს დაუდასტურდა

16 აპრ 202017:02
3 წუთის საკითხავი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 8 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან სამი სამედიცინო პერსონალის თანამშრომელია.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილმა განცხადებით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 50 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 8 გამოჯანმრთელებულია, ხოლო ერთი - გარდაცვლილი.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე გვაქვს 8 დამატებული ფაქტი სამედიცინო პერსონალის კლასტერიდან. გუშინ გითხარით, რომ 34 ადამიანს, რომლებსაც სიმპტომები ჰქონდათ, საკვლევი მასალა აუღეს. მათგან და მათი ოჯახის წევრებიდან 8 ფაქტი დადასტურდა, რომელთაგან ხუთი ოჯახის წევრია და სამი ადამიანი - ორი ექთანი და ერთი ექიმი - სამედიცინო პერსონალიდან ახალი ფაქტია. ჯამში, რეგიონში კორონავირუსის 50 დადასტურებული ფაქტი გვაქვს, აქედან 8 გამოჯანმრთელებულია და ერთი გარდაცვლილი“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.


close დახურვა