logo
ENG



შოთა რეხვიაშვილი: დღეს მარნეულში გაცილებით მცირეა ხალხის გადაადგილება

24 მარ 202012:57
3 წუთის საკითხავი
 

„დღეს მარნეულში გაცილებით მცირეა ხალხის გადაადგილება,“ - ამ განცხადებას ქვემო ქართლის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი აკეთებს. მისი განცხადებით, მიმდინარეობს მოსახლეობის ინფორმირება, როგორ ქართულ, ასევე ეთნიკურ ენაზე, რათა რაც შეიძლება ნაკლები ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და მოხდეს ვირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენცია.

„ყველა რგოლი ჩართულია იმაში, რო მოსახლეობა იყოს უფრო მეტად ინფორმირებული ამ გამოწვევებთან დაკავშირებით. გვყავს მოძრავი ჯგუფები, რომლებიც ეთნიკურ ენაზე გასაგებად, სწორ და მოკლე მესიჯებს აძლევს მოსახლეობას. ამანაც თავისი შედეგი გამოიღო და დღეს გაცილებით მცირეა ხალხის გადაადგილება და კონცენტრაციები. ასევე დღეს დღის პირველ ნახევარში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან ველოდებით ბეჭდურ მასალას აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე. ეს ჯგუფები გაავრცელებენ ინფორმაციას იმისთვის, რომ კიდევ მეტმა ადამიანმა გაიგოს რა გამოწვევის წინაშე ვდგავართ“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მარნეულის გამშვებ პუნქტებთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 12-ვე დამაკავშირებელი გზა, რომელიც ორ მუნიციპალიტეტს უკავშირდება კონტროლირებადია და დარღვევის ფაქტები არ ფიქსირდება.


close დახურვა