logo
ENG



შოთა რეხვიაშვილი: მარნეულში ყველა დახლი პროდუქტით არის გადავსებული

27 მარ 202019:02
3 წუთის საკითხავი
 
d0omm9helnowpo1.png

ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის მიხედვითაც მარნეულში სასურსათო მარაგები არ არის. მისი თქმით, ყველა სასურსათო მაღაზია მომარაგებულია პროდუქტებით.

მისივე განცხადებით, ასევე მომარაგებულია, სააფთიაქო ქსელები მედიკამენტებით და ბენზინგასამართი სადგურები საწვავით.

რეხვიაშვილის თქმით მარნეულის მოსახლეობას ინფორმაციის მიწოდებასთან პრობლემები არ აქვს რადგან გადაიცემა ხმოვანი სიგნალები და დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი რჩება სახლში.

„ყველა სახეობის სურსათის პროდუქტი: კონსერვი, ძეხვეულობა, კვერცხი, ფქვილი და სხვა ყველა პროდუქტი არის ადგილზე. ვნახეთ, მსხვილი სუპერმარკეტები, ფქვილი ერთი ტომარა ღირს - 50 ლარი, შაქარი - 1,79 თეთრი და ყველა დახლი გადავსებულია პროდუქტი.

საბითუმო სივრცეებიდან მიეწოდება სოფლებს და მაღაზიებს ყველა საჭირო პროდუქტი. კითხვა იმის შესახებ, რომ რამე დეფიციტი არის - მოხსნილია. არავითარი დეფიციტი არ გვაქვს არც მედიკამენტებში და ყველა ბენზინგასამართი შევსებულია და მარაგები არსებობს.

რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებულობას, ინფორმაცია ყოველდღიურად ვრცელდება. დღესაც შემოვიდა თვალსაჩინოებები და რიგდება, ხმოვანი სიგნალებით მესიჯები მიდის. ყოველდღიურად უფრო ნაკლები საზოგადოება გამოდის გარეთ. არავინ არ არის პანიკაში და არავინ არ არის უყურადღებოდ“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.


close დახურვა