logo
ENG



შოთაძე კრიმინალური დაჯგუფების მონაწილეა - ოპოციზია

05 თებ 202008:06
3 წუთის საკითხავი
 

საპროკურორო საბჭო დღეს გენერალური პროკურორის ბოლო კანდიდატს მოუსმენს. გელა ჩივაძესთან გასაუბრების შემდეგ საბჭოს წევრები თანამდებობაზე დასანიშნად მათ მიერ შერჩეულ კანდიდატს პარლამენტს წარუდგენენ. მართალია, საბჭოში დღეს 16-ე კანდიდატს მოუსმენენ, თუმცა ოპოზიციას ეჭვი არ ეპარება, რომ პოსტს ირაკლი შოთაძე დაიკავებს. აღსანიშნავია, რომ შოთაძემ გასაუბრების დროს მამუკა ხაზარაძის ინფორმაცია დაადასტურა, რომლის მიხედვითაც თანამდებობაზე ყოფნისას ის ხაზარაძეს, ვანო ჩხარტიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრას დაესწრო. 

"სამწუხარო რეალობაა. ჩვენ ხომ ვიცით ვინაა ირაკლი შოთაძე, ის გაჭრილი კარტია. ხვალ რომ მოხდეს საოცრება და ივანიშვილმა მისი პროკურორად დანიშვნა გადაიფიქროს, მმართველი გუნდი დაგმობს შოთაძეს",-აცხადებს ნიკა მელია. 

პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე კი ირაკლი შოთაძე შოთაძის პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის კრიმინალია. 

"შოთაძემ სერიოზული აღიარება გააკეთა და მომავალში ალბათ მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა, თუმცა ნათელი გახდა რომ მოსახლეობას კრიმინალურ დაჯგუფებასთან აქვს საქმე და არა სამართლიანობასთან. შოთაძე კრიმინალური დაჯგუფების მონაწილეა, რაც პასუხისგებაში მიცემას გულისხმობს და არა დაწინაურებას",-აცხადებს დავით ჭიჭინაძე. 


close დახურვა