გამარჯვება ნაადრევია - ამბობს გენერალური პროკურორი მიხეილ სააკაშვილის სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელზე, რომელიც საერთაშორისო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. საუბარია იმ საქმეებზე, რომელზეც მესამე პრეზიდენტს 6-წლიანი მსჯავრი აქვს მისჯილი, დაცვის მხარე კი პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ასაჩივრებს. შოთაძე მრავალთვიანი პაუზის შემდეგ საჯაროდ დღეს პირველად გამოჩნდა და სააკაშვილს რიგითი პატიმარი უწოდა.