logo
ENG



შოთაძის მეორედ მოსვლა იყო უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი - ანა ნაცვლიშვილი

18 თებ 202017:16
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყნის მთავარ ბრალმდებლად ირაკლი შოთაძის დამტკიცებას ოპოზიცია მკაცრად აკრიტიკებს. ისინი აცხადებენ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო, რომელიც პარლამენტმა უბრალოდ გააფორმა.

„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ შოთაძე პროკურორად აირჩია არა პარლამენტმა, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილმა და ამის შეურაცხყოფა მიაყენა სრულიად საზოგადოებას.

„ეს კაცი გადადგა ხორავას ტრაგედიის შემდეგ, როცა ყველამ დაინახა, როგორ ჩაფარცხა მისმა უწყებამ საქმე. ის იძულებული გახდა, გადამდგარიყო, რადგან ივანიშვილის მომხრეებიც მის წინააღმდეგ იყვნენ. ახლა ივანიშვილმა უთხრა საზოგადოებას და მის კლოუნებს, არავის აზრი არ მაინტერესებს, ეს უნდა დანიშნოთ პროკურორადო. მას უნდა, რომ სილქნეტის მეხსიერება გვქონდეს საზოგადოებას", - აცხადებს გიგა ბოკერია.

„ლელო საქართველოსთვის“ წევრები იზიარებენ ოპოზიციის სხვა წევრების შეხედულებას და ამბობენ, რომ შოთაძე პირადად ივანიშვილის კადრია.

„შოთაძის მეორედ მოსვლა იყო უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი. არ მოიძებნა ადამიანი, რომლესაც სჯერა, რომ რაიმე სხვა ნიშნით მოხვდა შოთაძე პროკურორის პოსტზე გარდა უპირობო ერთგულებისა. ამ ადამიანს უკავშირდება ნული გამოძიებული საქმეები", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძე მთავარ პროკურორად პარლამენტმა დღეს დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.


close დახურვა