logo
ENG



შოთაძის სამართალი - ყველა ხელისუფლებას მორგებული პროკურორი

28 ივნ 202020:41
3 წუთის საკითხავი
 

დღევანდელი ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდს სისხლიან 9 წელს უწოდებს. "ოცნება" ასაბუთებს, რომ მაშინ უსამართლობა სუფევდა ქვეყანაში: კონკრეტულად კი ხალხს ქონებას ართმევდნენ, უკანონოდ სჯიდნენ და სხვა. მაშინ ერთ-ერთი შემსრულებელი პროკურორი, ანუ ადამიანი, ვისზეც დამოკიდებულია ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა და შენარჩუნება, დღევანდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იყო. ხელისუფლება, უკვე თითქმის 8 წელია, შეიცვალა. 

მოქმედ მთავარ პროკურორს, ალბათ, დღეს თავისი ძველი საქმეები თაროზე აქვს შემოწყობილი და შეიძლება, საერთოდაც არ ახსენდება. ამ დროს "დროების" სიუჟეტის გმირის მსგავსი ადამიანები სამართალს ეძებენ, იმ სამართალს, რომელიც მის ბედში მყოფი ადამიანების მტკიცებით, თავის დროზე სკანდალით წასულმა და შემდეგ მობრუნებულმა პროკურორმა წაართვა.

დავით ადეიშვილს საქართველოში „სონისა“ და „იამაჰას“ ტექნიკა შემოჰქონდა. სწორედ მისი კომპანიების მუსიკალური ინსტრუმენტებით აღიჭურვა მარჯანიშვილის, ოპერისა და ბალეტის თეატრები, თბილისის მერიის ჯაზბენდი და კიდევ ბევრი სხვა. სად გაქრა ამ ადამიანის ქონება და რატომ მიმართავს ის თხოვნით ბიძინა ივანიშვილს? გაეცანით შოთაძის "სამართალს" „დროების“ სიუჟეტში.


close დახურვა