logo
ENG



შოიგუმ ბრძანება გასცა, უკრაინაზე შეტევა ყველა მხრიდან განაახლონ

26 თებ 202221:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/26/b29libvenkacxu0.jpg

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ბრძანება გასცა, უკრაინაზე შეტევა ყველა მხრიდან განაახლონ. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, ბრძანება მას შემდეგ გაიცა, რაც უკრაინის მთავრობასთან მოლაპარაკებები შეჩერდა. 

"მას შემდეგ, რაც კიევმა მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოხატა, აქტიური საომარი მოქმედებები ყველა ძირითადი მიმართულებით შეჩერდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა მხარემ მოლაპარაკებებზე უარი თქვა, ყველა ქვედანაყოფს დაევალა, განაგრძოს შეტევა ყველა მიმართულებით ოპერაციული გეგმის შესასრულებლად"

კიევმა რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ 25 თებერვალს განაცხადა, თუმცა, იმავე საღამოს ამაზე უარი თქვა. 

26 თებერვლის გამთენიისას რუსეთმა დედაქალაქი კიევი დაბომბა.


close დახურვა