logo
ENG



შოიგუმ იცრუა, როცა თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში სამხედრო ქმედებებს განზრახ ანელებს - დაზვერვა

26 აგვ 202212:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/26/bnsn1blq04knk0w.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ იცრუა, როცა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში სამხედრო კამპანიას მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლის შემცირების მიზნით ანელებს.

დაზვერვის ცნობით, ეს დეზინფორმაციაა და რუსეთის შეტევების შენელების მიზეზი რუსული ჯარის ცუდი სამხედრო პერფორმანსი და უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობაა. 

„2022 წლის 24 აგვისტოს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას უთხრა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ანელებს სამხედრო კამპანიას უკრაინაში, რაც მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის შემცირების აუცილებლობითაა განპირობებული.

თითქმის დარმწუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს მიზანმიმართული დეზინფორმაციაა. რუსეთის თავდასხმა შეფერხდა, რუსეთის ცუდი სამხედრო ქმედებებითა და უკრაინის თავდაუზოგავი წინააღმდეგობის გამო. შოიგუს განკარგულებების პირობებში, უკრაინაში მოქმედი [რუსული] ძალები მუდმივად ჩამორჩებოდნენ დაგეგმილი ოპერაციების ვადებს. სავარაუდოდ, შოიგუმ და პრეზიდენტმა პუტინმა სულ მცირე 6 გენერალი გაათავისუფლეს არასაკმარისად სწრაფად დაწინაურების გამო“ - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

ბრიტანეთის უწყების ცნობით, იმ დღეს როცა შოიგუმ ეს განცხადება გააკეთა, რუსეთმა SS-26 ისკანდერის მოკლე მანძილზე სასროლი ბალისტიკური რაკეტა სარკინიგზო ქალაქ ჩაპლინეში ჩამოაგდო.

დაზვერვის თქმით, ეს ცხადჰყოფს, რომ რუსეთს სურს სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებით არასამხედრო ობიექტებსაც დიდი ზიანი მიაყენოს, როცა სამხედრო უპირატესობას გრძნობს. 

 

close დახურვა