logo
ENG



შოიგუს თქმით, იანვარში უკრაინამ 6500-ზე მეტი სამხედრო დაკარგა

07 თებ 202316:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/07/cx7wulecbbqdno0.jpg

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, იანვარში უკრაინამ 6500-ზე მეტი სამხედრო დაკარგა.

"დასავლეთის ქვეყნების უპრეცედენტო სამხედრო დახმარების მიუხედავად, მტერი მნიშვნელოვან ზარალს განიცდის", - თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 133 190 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

გენერალური შტაბის თქმით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 6 სარაკეტო და 24 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.


close დახურვა