logo
ENG



შოიგუს თქმით, ჯარში უკვე 200 ათასი მობილიზებული ჩაირიცხა

04 ოქტ 202214:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/04/rqkrvg96e25xjzh.jpg

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ამბობს, რომ მობილიზაციის ფარგლებში უკვე 200 ათასი ადამიანი მიიღეს. შოიგუს მტკიცებით, მობილიზებულთა მომზადება 80 პოლიგონსა და 6 სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, მობილიზებულები საბრძოლო ზონაში „მომზადებისა და საბრძოლო კოორდინაციის გავლის შემდეგ“ წავლენ.

ვლადიმირ პუტინმა "ნაწილობრივი მობილიზაცია" რუსეთში 21 სექტემბერს გამოაცხადა. რამდენი ადამიანის მობილიზაცია იგეგმება, გაურკვეველია: პრეზიდენტის განკარგულებაში ეს პუნქტი გასაიდუმლოებულია. რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ საუბარია 300 ათას ადამიანზე. სხვადასხვა გამოცემა კი წერს, რომ ეს რიცხვი შეიძლება მილიონამდე გაიზარდოს.

მობილიზაციის გამოცხადების გამო რუსეთის მოქალაქეებმა, ძირითადად კაცებმა, ქვეყნის დატოვება დაიწყეს. ისინი ძირითადად სახმელეთო გზით მეზობელ ქვეყნებში გადადიან.

მრავალკილომეტრიანი რიგებია ყაზბეგის გამშვებ პუნქტთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 17 სექტემბრის შემდეგ საქართველოში რუსეთის 94 ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა.

ყაზახეთში აცხადებენ, რომ მათ ქვეყანაში რუსეთის 200 ათასი მოქალაქე შევიდა.


close დახურვა