logo
ENG



შოიგუს მტკიცებით, რუსეთმა უკრაინაში 5937 ჯარისკაცი დაკარგა

21 სექ 202211:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/21/westg54e5obrivn.jpg

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამტკიცებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა 5 937 ჯარისკაცი დაკარგა. მისივე თქმით, 61 ათასზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. 

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოსკოვმა მარტის შემდეგ დანაკარგებზე ისაუბრა. ამავე დროს უკრაინის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ რუსეთის 55 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა. 

"ჩვენ უკვე ვიბრძვით არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ კოლექტიურ დასავლეთთან", - განაცხადა შოიგუმ.

ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო სპეციალობებისა და შესაბამისი გამოცდილების მქონე მოქალაქეები.

როგორც შოიგუ ამბობს, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

 


close დახურვა