რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მტკიცებით, უკრაინამ სექტემბერში 17 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.
"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ თვეში [სექტემბერში] 17 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს. კიევმა დაკარგა დასავლური წარმოების სამი ტანკი - ორი გერმანული Leopard და ერთი ბრიტანული Challenger", - ამბობს შოიგუ.
მანამდე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ უკრაინულმა ძალებმა ფრონტის "ვერც ერთ სექტორში ვერ მიაღწიეს წარმატებას". ამასთან, მან აღნიშნა, რომ "უკრაინელი სამხედროები თავს ესხმიან სამოქალაქო ობიექტებს და ამ თავდასხმებს სამხედრო გამარჯვებად წარმოაჩენენ".
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 276 670 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.