logo
ENG



შოლცი: NATO-მ თავიდან უნდა აიცილოს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება

22 აპრ 202215:10
3 წუთის საკითხავი
clock 868
2022/04/22/wuew8yy921kz16g.jpg

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, ნატო-მ თავიდან უნდა აიცილოს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება, რომელმაც შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. ამის შესახებ მან Der Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.

შოლცის თქმით, არ არსებობს მტკიცებულებები, სადაც ნათქვამია, როდის შეიძლება ჩაითვალოს გერმანია უკრაინის ომის მხარედ.

„ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ნაბიჯი ძალიან ფრთხილად განვიხილოთ და ერთმანეთთან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი ნატო-სთან ესკალაციის თავიდან აცილებაა“, - თქვა შოლცმა.

ამასთანავე, შოლცის თქმით, შეცდომის შედეგები „დრამატული იქნება“.

Reuters-ი წერს, რომ ამ განცხადებით შოლცმა საკუთარი პოზიცია შეცვალა. გამოცემის ცნობით, მანამდე შოლცი აცხადებდა, რომ გერმანია უკრაინას მძიმე სამხედრო იარაღს ვერ მიაწვდიდა, მიზეზად კი, საკუთარი სამხედრო მარაგის ამოწურვა დაასახელა.


close დახურვა