logo
ENG



შოლცი: გერმანია აშშ-ის შემდეგ უკრაინის მეორე მსხვილი მხარდამჭერია, ასე გავაგრძელებთ

11 ივლ 202320:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/11/fhng3nu6r4evtow.jpg

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია აშშ-ის შემდეგ უკრაინის მეორე მსხვილი მხარდამჭერია და მომავალშიც გააგრძელებენ მის მხარდაჭერას.

"გერმანია აშშ-ის შემდეგ მეორე მსხვილი მხარდამჭერია და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. ეს ეხება უსაფრთხოების გარანტიებს, საკითხს, თუ როგორ განვითარდება ეს მომავალში და ამიტომ, მნიშვნელოვანია, ზუსტად აღვწეროთ ის ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგმება ამ საკითხთან დაკავშირებით", - თქვა გერმანიის კანცლერმა.

დღეს გერმანიამ უკრაინას 770 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

პისტორიუსის თქმით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ჭურვებს, საბრძოლო თვითმფრინავებს, ტყვიებსა და ვაზნებს, მათ შორის 2 Patriot-ის სისტემას, 40 Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანას, 25 Leopard-ის ტანკსა და LUNA-ს სადაზვერვო დრონის სისტემას.


close დახურვა