logo
ENG



შოლცი: ომი მალე არ დასრულდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ

09 დეკ 202316:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/09/gjqks73c3j0s5vb.jpg

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანიამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს. მისი თქმით, ომი უკრაინაში, სავარაუდოდ, მალე არ დასრულდება.

"ეს ომი, სავარაუდოდ, მალე არ დასრულდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა, კერძოდ, უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ. პრეზიდენტი პუტინი არ უნდა მოელოდოს, რომ ჩვენ უკან დავიხევთ", - ამბობს გერმანიის კანცლერი.

გუშინ გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ის სადაზვერვო დრონებს, ჭურვებსა და ყუმბარმტყორცნებს მოიცავს.

კერძოდ, დახმარება გულისხმობს თანამედროვე სადაზვერვო უპილოტო კომპლექსსა და სადაზვერვო დრონებს.


close დახურვა