logo
ENG



შოლცი: ომი უკრაინაში დიდხანს გაგრძელდება, ამისთვის უნდა მოვემზადოთ

10 ნოე 202318:35
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/10/lb46rntodytsh41.jpg

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ომი უკრაინაში დიდხანს გაგრძელდება. მისი თქმით, არ არსებობს ნიშნები, რომ რუსეთი მზადაა, უკრაინიდან თავისი ჯარების გასაყვანად.  

"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ომი [უკრაინაში], შესაძლოა, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს. არ არსებობს ნიშნები, რომ რუსეთი მზადაა, უკრაინიდან თავისი ჯარების გასაყვანად.

ბრძოლები უკვე გაცილებით მეტხანს გრძელდება, ვიდრე რუსეთის დიქტატორი, ვლადიმერ პუტინი ელოდა", - თქვა გერმანიის კანცლერმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა