გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, გერმანია, შესაძლოა, რუსეთთან თანამშრომლობას დაუბრუნდეს.
"ერთი რამ ცხადია: ურთიერთობა, რომელიც ჩვენ გვქონდა, ამჟამად კლებულობს. მაგრამ რუსეთი, რომელიც ამთავრებს ომს და რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც სხვა მომავლისკენ მიისწრაფვიან, ასევე სჭირდებათ შესაძლებლობა, სხვა დროს კვლავ დაიწყონ ეკოონომიკური თანამშრომლობა", - თქვა გერმანიის კანცლერმა.
შოლცის თქმით, ახლა გერმანია მხოლოდ ამკაცრებს სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
"რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თავისი ომით ანადგურებს არა მხოლოდ უკრაინის ინფრასტრუქტურას, ქალაქებსა და სოფლებს, არამედ უამრავ სიცოცხლეს. პუტინი ასევე ანადგურებს რუსეთის მომავალს", - განაცხადა შოლცმა.
შემოდგომაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად აღიარა. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ.
23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარა. ევროკავშირის საბჭომ კი რუსეთის წინააღმდეგ უკვე სანქციების რვა პაკეტი შემოიღო.