logo
ENG



შოლცი: პუტინი არ არის მზად უკრაინაში მშვიდობაზე სასაუბროდ

02 მარ 202314:24
3 წუთის საკითხავი
clock 377
2023/03/02/9bohe4dzuzj3gu8.png
Getty Images

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლტმა თქვა, რომ მისი აზრით, ვლადიმერ პუტინი არ არის მზად უკრაინაში მშვიდობაზე ისაუბროს.

"არის პუტინი მზად სამართლიანი სამყაროს პრინციპების დაბრუნებაზე სასაუბროდ? ამ დროისთვის, ამაზე არაფერი მიუთითებს. პუტინი უფრო მეტად ეყრდნობა საფრთხის შემცველ ჟესტებს, მაგალითად, შეერთებულ შტატებთან ბირთვული შეთანხმების შეჩერებას".- თქვა შოლცმა.

მისი თქმით, პუტინი ემუქრება არა მხოლოდ უკრაინის არსებობას, არამედ ევროპული მსოფლიო წესრიგის საფუძვლებსაც.

შოლცმა კიდევ ერთხელ პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას, რამდენადაც ეს საჭირო იქნება. მისი თქმით, გერმანია გააფართოებს სამხედრო წარმოებას ევროპაში არსებული მდგომარეობის გამო.


close დახურვა