logo
ENG



შოლცი: პუტინს ავუხსენი, რუსული გაზის მიწოდების გადახდა ევროსა და დოლარშია და ასე დარჩება

31 მარ 202220:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/31/n6f2fh5k4pdwece.jpg

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, მან პუტინთან საუბარეში "ნათლად" განაცხადა, რომ არსებული კონტრაქტებით, რუსული გაზის მიწოდება ევროსა და დოლარის ვალუტაში ხდება და ასეც დარჩება. ამის შესახებ შოლცმა ტვიტერის გვერდზე დაწერა:

"რუსული გაზის მიწოდების გადახდა არსებული კონტრაქტების მიხედვით ხდება ევროსა და დოლარში. ეს ასეა, ასე დარჩება და მე ეს გუშინ ნათლად განვაცხადე პრეზიდენტ პუტინთან საუბარში".

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც არეგულირებს, თუ როგორ გადაიხდიან დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან გაზის საფასურს.

ასევე, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსული გაზის შესყიდვის შესახებ არსებული კონტრაქტები შეწყდება, თუ ისინი რუბლის გადახდაზე უარს იტყვიან.

"არავინ არაფერს მიყიდის უფასოდ. ჩვენ არც ქველმოქმედებას ვაპირებთ. ანუ არსებული კონტრაქტები შეწყდება", - ციტირებს პროსახელისუფბლებო მედიაგამოცემა რია ნოვოსტი რუსეთის პრეზიდენტს.

მანამდე, დიდი შვიდეულის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ რუსეთს გაზის საფასურს რუბლში არ გადაუხდიან. 


close დახურვა