logo
ENG



შოლცი: რუსეთის თავდასხმები აჩვენებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს უკრაინის დასაცავად

24 ოქტ 202217:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/24/gwv5xxqj3vonajh.jpg

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის თავდასხმები აჩვენებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს უკრაინის დასაცავად.

"რუსეთის თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე აჩვენებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს უკრაინის ქალაქების, სოფლების, ხიდების, ქუჩებისა და სარკინიგზო ლიანდაგების აღსადგენად და დასაცავად. ამიტომ, ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენი საზენიტო-სარაკეტო სისტემები და თვითმავალი საზენიტო დანადგარები და ახლა უკვე IRIS-T უკრაინაშია. ამ სისტემას შეუძლია დაიცვას ქალაქი. ჩვენ კიდევ სამ ასეთ სამხედრო კომპლექსს გადავცემთ უკრაინას, რაც შეიძლება მალე," - თქვა გერმანიის კანცლერმა.

შოლცი აღნიშნავს, რომ გერმანია მხარს უჭერს უკრაინას არა მხოლოდ იარაღით, არამედ პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

10 ოქტომბერს, გერმანიამ გამოაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ქალაქებზე მასიური სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, ოთხი IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან, პირველი უკრაინაში გაიგზავნა.


close დახურვა