logo
ENG



შოლცი: უკრაინას არავინ აწვდის იმ მოცულობის სამხედრო დახმარებას, როგორც გერმანია

08 ივნ 202213:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/08/88igwm776fvb1r4.jpg

ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან ერთად ლიეტუვაში, ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი კიევს სამხედრო დახმარებას ყველაზე ინტენსიურად აწვდის.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არსებობს წარმოდგენა საზოგადოებაში, რომ შოლცის ხელისუფლება ბოლო მომენტამდე იცდის, როცა საქმე უკრაინის მხარდაჭერასა და იარაღის მიწოდებას ეხება, შოლცმა განაცხადა, რომ ეს ტყუილია და უკრაინას იმ მოცულობით შეიარაღებას არავინ აწვდის, როგორც გერმანია.

„ეს ის შემთხვევაა, როცა გერმანია უკრაინის ერთ-ერთი უმთავრესი სამხედრო მხარდამჭერია. არავინ აწვდის იმ მოცულობით დახმარებას, როგორც გერმანია. რამდენიმეა [ქვეყანა], რომელიც ასევე ბევრს აკეთებს, ასეთია აშშ. მაგრამ გერმანია არის ის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებს ძალიან დიდი მასშტაბით იყენებს“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, რომელშიც უკრაინისადმი მსოფლიოს ქვეყნების დახმარების მოცულობებია აღმრიცხული, გერმანია უკრაინისადმი საერთო სამხედრო დახმარების კუთხით მეხუთე ადგილზეა. ამ სიაში მოწინავე ადგილებს აშშ, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი იკავებენ.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის მხრიდან თვეების წინ გამოცხადებული სამხედრო დახმარება: მძიმე იარაღი, საზენიტო ტანკები და ჰაუბიცები ჯერაც არ ჩასულა უკრაინაში.


close დახურვა