logo
ENG



შოლცი: უკრაინას იარაღით იქამდე დავეხმარებით, სანამ ეს საჭირო იქნება

21 ივნ 202216:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/21/6dq8ss4e551rvzv.jpg

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამბობს, რომ გერმანია უკრაინას იარაღით იქამდე დაეხმარება, სანამ ეს საჭირო იქნება. ეს განცხადება შოლცმა გერმანიის მრეწველობის ფედერაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე გააკეთა.

ამასთან, შოლცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის ერთგულება, დადგეს ლიეტუვისა და სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ.

"ევროპა და დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნები არ ვეგუებით ძალადობრივ თავდასხმას უკრაინაზე. ამიტომ, უკრაინას მიეწოდება იარაღი და რუსეთს უპრეცედენტოდ მკაცრი სანქციები დაუწესდება. სანქციები მუშაობს. დიახ, ეს სანქციები ჩვენც გვავნებს, აზიანებს ჩვენს კომპანიებს, თუმცა ეს სწორია. თავისუფლებას თავისი ფასი დემოკრატიას თავისი ფასი, ხოლო მეგობრებთან და პარტნიორებთან სოლიდარობას თავისი ფასი აქვს", - ამბობს შოლცი.

შოლცმა ასევე თქვა, რომ გასულ კვირას კიევის მახლობლად მდებარე ირპინში გამგზავრებამ მისთვის ცხადყო, რომ უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.

არასდროს დამავიწყდება ის საშინელი სურათი, რომელიც იქ ვნახე , - დასძინა გერმანიის კანცლერმა.


close დახურვა