logo
ENG



შოლცის თქმით, გერმანია უკრაინას არ მისცემს იმ იარაღს, რითაც რუსეთის დაბომბვაა შესაძლებელი

26 აგვ 202212:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/26/xhoic1n9jw4ociv.jpg

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია უკრაინას არ მისცემს იმ იარაღს, რითაც რუსეთის დაბომბვაა შესაძლებელი.

"ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს საკმაოდ მკაფიოდ ჩამოაყალიბა: მან თქვა, რომ არ მიაწოდებდა იარაღს, რომლითაც რუსეთის ტერიტორიის დაბომბვაა შესაძლებელი. მიმაჩნია, რომ ეს პრინციპია, რომელსაც ჩვენ ყველა ვეთანხმებით," - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

შოლცის თქმით, გერმანიის მიზანია ხელი შეუშალოს პუტინს ომის მოგებაში, რათა უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა შენარჩუნდეს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ გერმანია მოიქცევა ისე, რომ უკრაინა-რუსეთის ომი სრულიად განსხვავებულ ომში არ გადაიზარდოს.


close დახურვა