logo
ENG



შოლცის თქმით, ის არ შეწყვეტს სატელეფონო საუბრებს პუტინთან

29 იან 202313:33
3 წუთის საკითხავი
 

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ის არ შეწყვეტს სატელეფონო საუბრებს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, რადგან სწორედ პუტინმა უნდა გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან ომის დასამთავრებლად.

"სწორედ პუტინმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და დაასრულოს ეს საშინელი, უაზრო ომი, რომელსაც უკვე ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა", - თქვა შოლცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთთან მოლაპარაკების მცდელობები არ უნდა შეწყვიტოს.

ვიდეომიმართვაში შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ომის საზღვრები არ გაფართოვდეს. ოლაფ შოლცმა დაადასტურა ბერლინის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა ძალის გამოყენებით საზღვრების გაფართოვება ვერ უნდა შეძლოს.

25 იანვარს, გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გარდა ამისა, გერმანია მესამე ქვეყნებს ტანკების გადაცემის ნებას დართავს.


close დახურვა