გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერების ვიზიტი კიევში არის უკრაინის მიმართ სოლიდარობის ჩვენება, ასევე მისი მოქალაქეების მხარდაჭერა და დახმარება.
"ჩვენ მხოლოდ სოლიდარობის დემონსტრირება არ გვინდა, ჩვენ ასევე გვინდა განვაცხადოთ, რომ დახმარება, რომელსაც ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ - ფინანსური, ჰუმანიტარული, ასევე იარაღი, კვლავ გაგრძელდება," - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
შოლცის თქმით, მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ უკრაინის დამოუკიდებლობისთვის იქნება აუცილებელი.
"სანქციებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი ხელს უწყობენ იმის შანსს, რომ რუსეთი თავის ოპერაციას დათმობს და ჯარებს გაიყვანს, რადგან ეს არის მიზანი," - თქვა შოლცმა.