logo
ENG



შოლცის თქმით, პუტინი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რომ ომი შეცდომა იყო

15 სექ 202212:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/15/1i9p0fm6w0b3qp3.jpg

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რომ ომი შეცდომა იყო. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ პუტინი ომს უკრაინაში სწორად მიიჩნევს და მის შეწყვეტას არ გეგმავს.

"სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, რომ გაჩნდა მზარდი ცნობიერება იმის შესახებ, რომ ამ ომის დაწყება შეცდომა იყო. ასევე არ ყოფილა რაიმე ნიშანი იმისა, რომ იქ ახალი შეხედულებები ჩნდება," - თქვა გერმანიის კანცლერმა.

შოლცის თქმით, აუცილებელია პუტინთან შემდგომი საუბარი და მისთვის საკუთარი შეხედულებების ახსნა.

"მე მტკიცედ მჯერა, რომ რუსეთი უნდა გავიდეს, გაიყვანოს თავისი ჯარები, რათა რეგიონში მშვიდობას ჰქონდეს შანსი. ყოველდღე ვხვდები, რომ ეს ერთადერთი პერსპექტივაა," - განაცხადა შოლცმა.

13 სექტემბერს, გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. 90 წუთიანი საუბარი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომსა და მის შედეგებს ეხებოდა.


close დახურვა