გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ომი სრულიად აბსურდული მიზეზების გამო დაიწყო.
შოლცის თქმით, NATO არასოდეს ყოფილა საფრთხე რუსეთისთვის. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ თებერვალში, ომის დაწყებამდე მოლაპარაკებების დროს პუტინი დაარწმუნა, რომ უკრაინა NATO-ს მომდევნო 30 წლის განმავლობაში არ შეუერთდებოდა.
როგორც გერმანიის კანცლერი ამბობს, პუტინს სრულიად აბსურდული იდეები ჰქონდა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა მას უთხრა, რომ ბელორუსი და უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოები არ უნდა იყვნენ.
"ეს არის ომი, რომელიც პუტინმა, რუსეთმა დაიწყო, აშკარად მისი მეზობელი ქვეყნის დაპყრობის განზრახვით. ვფიქრობ, ეს იყო თავდაპირველი მიზანი," - განაცხადა შოლცმა.
გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ პუტინთან დიალოგს ამით არ დაასრულებს.